გერმანული Porsche ზედიზედ მეექვსე წელია პრემიუმ სეგმენტის მსოფლიო ლიდერად რჩება.
ბრენდების რეიტინგი ბრენდის შეფასებისა და სტრატეგიის საკონსულტაციო კომპანია Brand Finance-მა გამოაქვეყნა.
Porsche-ს ღირებულება გასულ წელს 9%-ით გაიზარდა და $36,76 მილიარდი შეადგინა.
Louis Vuitton მეორე ადგილზეა. ბრენდის ფასი 2022 წელს 12,2%-ით, $26,29 მილიარდამდე გაიზარდა.
Chanel-მა მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა (+27% $19,39 მილიარდი).
Gucci მეოთხე ადგილზეა. იტალიური ბრენდის ღირებულებაც 1,5%-ით დაეცა და $17,84 მილიარდს შეადგენს.
Hermes მეხუთე ადგილზეა (+4,9%, $14,165 მილიარდი),
Rolex-მა მერვეზე გადაინაცვლა (+28,3%, $10,71 მილიარდი).
Dior ავიდა მეექვსე ადგილზე (+46%, $13,15 მილიარდამდე), მას ადგილი დაუთმო Cartier-მ, რომელიც მეშვიდე ადგილზე ჩამოქვეითდა (+1%, $12,54 მილიარდამდე).
Tiffany მე-11 ადგილიდან მეცხრე ადგილზე დაწინაურდა. ამერიკული საიუველირო ბრენდის ღირებულება 10,2%-ით, $7,43 მილიარდამდე გაიზარდა.
Lamborghini ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად დასახელდა, რომლის ღირებულებაც წლის განმავლობაში 2,2-ჯერ გაიზარდა. ის ახლა რეიტინგში მე-18 ადგილს იკავებს. ერთი წლის წინ 30-ე ადგილზე იყო.
Brand Finance-ის რეიტინგში შესულ 50 კომპანიას შორის 12 ფრანგული, 15 იტალიური და 6 შვეიცარიული ბრენდი შევიდა. 5-5 კომპანია არის აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან.
რეიტინგში ორი ჩინური კომპანიაა – სასტუმროების ქსელი Shangri-La (29-ე ადგილი) და საიუველირო ბრენდი Lao Feng Xiang (30-ე ადგილი).