Carrefour, ერთ-ერთი უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელი საფრანგეთში, ესპანეთსა და ბელგიაში, გაძვირების გამო შეწყვეტს PepsiCo-ს პროდუქციის გაყიდვას. ანალოგიური მიზეზით შეჩერდება 7up-ისა და Lay’s-ის ჩიფსების გაყიდვებიც.
თაროებზე, სადაც ეს პროდუქციაა განთავსებული გამოჩნდა წარწერა: „ამ პროდუქტის წონა შემცირდა და მომწოდებელმა ფასი გაზარდა“.
ამ ნაბიჯით Carrefour შეეცდება, ზეწოლა მოახდინოს სამომხმარებლო საქონლის მწარმოებელ დიდ კომპანიებზე, რათა მათ ფასები დაწიონ.
Carrefour-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრე ბომპარდმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნედლეულის ღირებულების კლების მიუხედავად, კომპანიები არ თანხმდებიან ძირითადი პროდუქტის ფასის შემცირებას.
PepsiCo-ს აღმასრულებელი დირექტორი რამონ ლ.ლაგუარტა ოქტომბერში ამბობდა, რომ კომპანია მის ბიზნესში ინფლაციას ელოდებოდა, რაც მათ ფასების ზრდას აიძულებდა.