PayPal საკუთარ კრიპტოვალუტას გამოუშვებს. სტეიბლკოინი აშშ დოლარზე იქნება მიბმული 1:1 კურსით.
კომპანიის ინფორმაციით, PayPal USD 100%-ით არის მხარდაჭერილი დოლარის დეპოზიტებით, აშშ-ის სახაზინო ფასიანი მოკლევადიანი ქაღალდებით და მსგავსი ფულადი სახსრების ეკვივალენტებით.
„რეგულირებულ სტეიბლკოინებს აქვთ პოტენციალი, გადახდები ციფრულ გარემოში გარდაქმნან. სწორედ ამ შესაძლებლობის რეალიზებისთვის, გამოვუშვით სტეიბლკოინი“, – წერია კომპანიის პრესრელიზში.
PayPal-ის აღმასრულებელი დირექტორის – დენ შულმანის თქმით, ციფრულ ვალუტებზე გადასვლა კლიენტებისთვის ახალი გამოცდილების მიწოდებას უზრუნველყოფს, რაც საჭიროა ციფრული გადახდების ზრდისთვის.
კომპანიის კლიენტები, რომლებიც შეიძენენ სტეიბლკოინს, შეძლებენ გადარიცხონ PayPal USD კომპანიის ანგარიშებსა და თავსებად გარე საფულეებს შორის, გააკეთონ გადარიცხვები სხვა ადამიანებთან PayPal USD-ით და გამოიყენონ იგი შესყიდვებისთვის.
გარდა ამისა, მათ შეეძლებათ PayPal USD გადაცვალონ PayPal-ის მხარდაჭერილ კრიპტოვალუტებზე.
PayPal-ის აქციების ღირებულება მიმდინარე წლის დასაწყისიდან 11%-ით არის შემცირებული.