OPEC-მა ნავთობის მოხმარების 2024 წლის პროგნოზი შეამცირა. ორგანიზაციის განახლებული პროგნოზით, მიმდინარე წელს ნავთობზე გლობალური მოთხოვნა ნაკლები იქნება, ჩინეთის მხრიდან მოხმარების შემცირების ფონზე. ამის შესახებ Reuters წერს.
დღეს, 12 აგვისტოს გამოქვეყნებულ ყოველთვიურ ანგარიშში, აღნიშნულია, რომ 2024 წელს ნავთობზე გლობალური მოთხოვნა გაიზრდება 2,11 მილიონი ბარელით დღეში და არა 2,25 მილიონი ბარელით, როგორც ეს გასულ თვეში იყო ნავარაუდევი.
აღსანიშნავია, რომ OPEC-ზე გაცილებით უარესი პროგნოზი აქვს ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს. ის მოთხოვნის კიდევ უფრო დაბალ ზრდას ელის.
როგორც OPEC აღნიშნავს, რომ მოთხოვნის ამჟამინდელი ზრდა კვლავ აღემატება საშუალო მოხმარებას, 1,4 მილიონ ბარელს დღეში, რომელიც კოვიდ-პანდემიამდე არსებობდა.