OPEC+ -ის წევრმა ქვეყნებმა 2 ივნისის შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ნავთობის მოპოვების არსებულ კვოტებს მთელი 2024 წლის განმავლობაში შეინარჩუნებენ. 2025 წლიდან კი მის ეტაპობრივ შემცირებას დაიწყებენ, რათა ფასები შეინარჩუნონ.
ნავთობის ფასი ამჟამად ბარელზე დაახლოებით $80-ია, რაც იმაზე დაბალია, რაც OPEC+-ის ბევრ წევრს ბიუჯეტების დასაბალანსებლად სჭირდება. მათ შეშფოთებას იწვევს ჩინეთში, ნავთობის უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყანაში, ნავთობზე შემცირებული მოთხოვნა, რაც გავლენას ახდენს ფასებზე.
OPEC+ ის გადაწყვეტილებაზე გავლენა ასევე მოახდინა დიდ ქვეყნებში ნავთობის გაზრდილმა მარაგებმა, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია მსოფლიო ეკონომიკის ნელი ზრდის ფონზე.
საწვავის მოპოვების დღიური ლიმიტი მიმდინარე წელს 1,7 მილიონი ბარელი იქნება.
ხოლო მოპოვების 2.2 მილიონი ბარელით შეზღუდვა გაგრძელდა 2025 წლის სექტემბრის ბოლომდე, მაგრამ წარმოების თანდათანობითი ზრდით. ანუ, წევრი 8 ქვეყანა 2024 წლის სექტემბრის ბოლომდე შეინარჩუნებს არსებულ შეზღუდვებს, მაგრამ ოქტომბრიდან დაიწყებენ წარმოების გაზრდას.
შეხვედრაზე მოწვეული იყო რვა მინისტრი. გაერთიანების წევრი ქვეყნებიდან(რუსეთი, საუდის არაბეთი, ალჟირი, ერაყი, ქუვეითი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ყაზახეთი და ომანი), ეს ქვეყნები შეთანხმებული კვოტების გარდა, ასევე ამცირებენ მათ საკუთარ წარმოებასაც.
OPEC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი აქტიურად ცდილობს, წარმოების საწყისი დონეზე დაბრუნებას. ერთი წლის წინ მან მოახერხა საბაზისო წარმოების გაზრდა დღეში თითქმის 100 ათასი ბარელით.