Nvidia-ის საბაზრო ღირებულება $500 მილიარდზე მეტით შემცირდა, რადგან აქციების ფასი ორშაბათს, თითქმის 7%-ით დაეცა.
მოულოდნელი ვარდნის შემდეგ Nvidia-ს საბაზრო ღირებულება $2,91 ტრილიონამდე ჩამოვიდა, რაც დაახლოებით $550 მილიარდით ჩამოუვარდება მის სარეკორდო ფასს, რასაც კომპანიამ გასულ კვირას მიაღწია.
წინა კვირის დასაწყისში კომპანიამ გადაუსწრო Microsoft-ს და Apple-ს და გახდა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია, თუმცა ახლა ის უკვე მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა.
Nvidia, რომლის შემოსავალი მხოლოდ 2024 წელს S&P 500-ის მოგების დაახლოებით მესამედს შეადგენდა, ახლა დაახლოებით 16%-ით შემცირდა.
Nvidia ინდექსი მიმდინარე წელს თითქმის 140%-ით გაიზარდა.
აქციების ვარდნა მას შემდეგ მოხდა, რაც პარასკევს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა ჯენსენ ჰუანგმა დაახლოებით $95 მილიონის აქციები გაყიდა.
ცნობისთვის, Nvidia-ს აქციები 2022 წლის ოქტომბრიდან 1000%-ზე მეტი გაიზარდა, რაც ინვესტორებს დილემის წინაშე აყენებს: გაყიდონ აქციები ახლავე, შეინახონ შემდგომი ზრდის მოლოდინში, ან მასში მეტი ინვესტიცია ჩადონ.