AI(ხელოვნური ინტელექტი) ჩიპების მწარმოებელმა Nvidia-მა გადაუსწრო Google-ის Alphabet-ს და ყველაზე ძვირადღირებული ამერიკული კომპანია გახდა, Microsoft-ისა და Apple-ის შემდეგ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მან ერთი დღით ადრე კაპიტალიზაციით გაუსწრო Amazon–ს.
Nvidia-ს აქციების ფასი 2.46%-ით გაიზარდა და კაპიტალიზაციამ $1.825 ტრილიონს მიაღწია.
Alphabet-ის საბაზრო ღირებულება $1.821 ტრილიონია.
Amazon-ის კაპიტალიზაციამ $1,776 ტრილიონს მიაღწია მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს მისი აქციები 1,39%-ით გაიზარდა.
Nvidia აკონტროლებს AI ჩიპების ბაზრის დაახლოებით 80%-ს. მისმა ასეთმა დომინანტურმა პოზიციამ განაპირობა მისი აქციების ფასის მკვეთრი ზრდა.
Nvidia-ს აქციების ღირებულებამ გასულ წელს სამჯერ მოიმატა.