Nvidia-მა უახლესი AI-ჩიპები წარადგინა. ახალი პროდუქტი ხელს შეუწყობს კომპანიის მიერ დომინანტური პოზიციის გამყარებას ტანამედროვე ტექნოლოგიების ინდუსტრიაში.
კომპანიის ცნობით, ახალი „სუპერჩიპი” მნიშვნელოვნად გაზრდის AI ენობრივი მოდელების დამუშავების სიმძლავრეს.
Blackwell GPU-ს აქვს 208 მილიარდი ტრანზისტორი, რაც ბევრად მეტია შარშანდელ 80 მილიარდი ტრანზისტორის მქონე H100-თან შედარებით, რაც მის გაზრდილ სიმძლავრეზე მიუთითებს.
Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა თქვა, რომ ახალი ჩიპი 2-ჯერ უფრო ძლიერია სხვა ბოლო თაობის მოდელებთან შედარებით. ხოლო სიჩქარით 5-ჯერ აღემატება AI მოდელებს, როგორიცაა ChatGPT.