HMD Global-მა განაცხადა, რომ Nokia-ს ბრენდით სმარტფონებს აღარ გამოუშვებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზე განთავსდა.
2023 წლის სექტემბერში კომპანიამ გადაწყვიტა შეექმნა ახალი ბრენდი HMD (Human Mobile Devices). ამიერიდან ყველა სმარტფონი, ტაბლეტი და TWS ყურსასმენი HMD ბრენდის ქვეშ გამოვა.
ახალი სახელწოდებით პირველი სმარტფონის პრეზენტაცია თებერვლის ბოლოს იგეგმება. არაოფიციალური ინფორმაციით, მოწყობილობას ექნება 108 მეგაპიქსელიანი კამერა და ფორმით Nokia Lumia-ს მსგავსი იქნება.
HMD Global-მა სალიცენზიო ხელშეკრულება Nokia Corporation-თან 2016 წელს გააფორმა და მისი ბრენდის ქვეშ სმარტფონების წარმოების უფლება მოიპოვა.
ფინურმა Nokia-მ განაცხადა, რომ 2023 წლის მესამე კვარტალში კომპანიის გაყიდვები 20%-ით შემცირდა. კომპანიამ 14 000-მდე სამუშაო ადგილი შეამცირა.