Nike სამსახურიდან 1600-ზე მეტ თანამშრომელს გაათავისუფლებს, რაც მთლიანი სამუშაო შტატის 2%-ს შეადგენს.
კომპანია ამგვარად ცდილობს დაზოგოს თანხები, რადგან ბოლო თვეების განმავლობაში მოგება მნიშვნელოვნად შეუმცირდა.
კომპანიის განმარტებით, შემცირება არ შეეხება მაღაზიებისა და სადისტრიბუციო ცენტრის თანამშრომლებს.
2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით, კომპანიას დაახლოებით 83,700-მდე თანამშრომელი ჰყავდა.
დეკემბერში კომპანიამ განაცხადა, რომ შემოსავლები შეუმცირდა, რადგან მომხმარებლები ნაკლებს ხარჯავენ. იმავდროულად Nike-მა დააანონსა, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში სამუშაო ადგილების გაუქმების გზით, ხარჯებს $2 მილიარდის ოდენობით შეამცირებს.
ამავდროულად, კომპანია აღნიშნავს, რომ მზარდ კონკურენციას განიცდის კონკურენტი ბრენდების მხრიდან. ამის გამო, Nike იძულებული იყო ფასდაკლებით გაეყიდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რამაც მოგების კლება გამოიწვია.