ფეხსაცმლის გიგანტმა Nike-მა კონკურენტებს – New Balance-ს და Skechers-ს უჩივლა მის მიერ დაპატენტებული Flyknit ტექნოლოგიის მითვისებაში, რომელსაც კომპანია სპორტული ფეხსაცმელებში იყენებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
სარჩელში ნათქვამია, რომ New Balance-მა რამდენიმე და Skechers-მა ერთი სპორტული ფეხსაცმელი Nike-ის დაპატენტებული ტექნოლოგიით დაამზადეს.
Flyknit ტექნოლოგია გულისხმობს სპორტული ფეხსაცმლის ზედა ნაწილის დამზადებას მაღალი სიმტკიცის ბოჭკოების გამოყენებით, რათა ის იყოს მსუბუქი, ასევე ჰქონდეს გაწელვისა და სუნთქვის საშუალება.
New Balance-მა განმარტა, რომ Nike-ს არ აქვს ექსკლუზიური უფლება, აწარმოოს ფეხსაცმელი ტრადიციული წარმოების მეთოდების გამოყენებით, რომლებიც ინდუსტრიაში ათწლეულების განმავლობაში გამოიყენება.
Nike-მა ასევე მოითხოვა ფინანსური ზიანის ანაზღაურება და სასამართლოს მიმართავს, რომ სამუდამოდ აკრძალოს New Balance-ის და Skechers-ის მიერ პატენტების დარღვევა.
Nike-მა ანალოგიური მიზეზით წარსულში უჩივლა Adidas-ს, Puma-ს და Lululemon-ს.
Adidas-მა და Puma-მ მომჩივანთან მოაგვარეს სამართლებრივი დავა, ხოლო Lululemon-ის წინააღმდეგ დაწყებული საქმე ჯერ კიდევ გრძელდება.