Morgan Stanley პროგნოზირებს, რომ შეერთებული შტატების მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდება და ივლისში ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთს კიდევ 0.25%-ით გაზრდის.
Morgan Stanley-ის ანალიტიკოსები ადრე ვარაუდობდნენ, რომ განაკვეთი უცვლელი დარჩებოდა. მაგრამ მათ ფედერალური რეზერვის (Fed) ხელმძღვანელის – ჯერომ პაუელის განცხადებების გათვალისწინებით, პროგნოზი შეცვალეს.
პაუელმა წინა კვირას განაცხადა, რომ საპროცენტო განაკვეთი წელს კიდევ ორჯერ გაიზრდება.
მან აღნიშნა, რომ ინფლაციის 2%-იან სამიზნე მაჩვენებლამდე დაბრუნებას დიდი დრო დასჭირდება, „და Fed-ის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ… აუცილებელია განაკვეთის ოდნავ გაზრდა“.
ამჟამად განაკვეთი 5-5,25%-ის ფარგლებშია. იმავდროულად, Fed-ის მედიანური პროგნოზით, 2023 წლის ბოლოსთვის განაკვეთი 5.6% იქნება.
Fed-ის მომდევნო შეხვედრა 25-26 ივლისს არის დაგეგმილი.