სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის პროგნოზით, ისრაელში ინფლაცია 6.8%-ს მიაღწევს, ეკონომიკა კი მხოლოდ 1.4% გაიზრდება.
ეს შეფასება განსხვავდება ისრაელის ცენტრალური ბანკის მიერ გასულ კვირას გაკეთებული პროგნოზისგან, რომელიც ირწმუნება, რომ რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი უცვლელად 4,75%-ზე შენარჩუნდება, ხოლო ინფლაცია მომავალ წელს იქნება 2,5%, მშპ კი 2,8%-ით გაიზრდება.
Moody’s ასევე ვარაუდობს, რომ ისრაელის ფისკალური დეფიციტი მშპ-ის 3.5%-ს მიაღწევს მიმდინარე წლის ბოლომდე და 2024 წელს 7.8%-მდე გაიზრდება.
გასულ კვირას Moody’s-მა ასევე გამოაცხადა, რომ ისრაელს შეუმცირებს საკრედიტო რეიტინგს.
Fitch-მა უკვე მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება და ისრაელს რეიტინგი AA- მინიჭა.
ანალოგიურად მოიქცა S&P-იც და ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი დადებითიდან უარყოფითით შეცვალა.