Microsoft-ის კაპიტალიზაციამ $3 ტრილიონს მიაღწია. კორპორაციის საბაზრო ღირებულების ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზრდა ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარების მიმართ ოპტიმისტურმა მოლოდინმა განაპირობა.
კომპანიის აქციები 1,3%-ით გაიზარდა და $403,95-ს მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ მისი კაპიტალიზაცია $3 ტრილიონი გახდა.
ეს ნიშნავს, რომ Microsoft-მა მცირედით გადაუსწრო Apple Inc.-ს, რომელიც გასულ წელს გახდა პირველი კომპანია, რომელმაც $3-ტრილიონიან ნიშნულს მიაღწია. მაგრამ შემდეგ Apple-ის ფასი ისევ შემცირდა. ახლა ორივე კომპანიას ბაზარზე ერთნაირი პოზიციები უჭირავს.
Microsoft-ის ფასის ზრდა დიდწილად ასახავს ინვესტორების ოპტიმისტურ განწყობას კომპანიის პოტენციალის მიმართ, ფართოდ დანერგოს ხელოვნური ინტელექტი. ინვესტორები ელიან, რომ AI საგრძნობლად გაზრდის Microsoft-ის შემოსავლებს.
Microsoft, OpenAI-სთან პარტნიორობით, AI-ის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბენეფიციარად ითვლება.
Bloomberg Intelligence-ის შეფასებით, კომპანიის შემოსავალი, სავარაუდოდ, 15%-ით გაიზრდება ფისკალურ 2024 წელს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება ტექნოლოგიურ სექტორში.