ჩინეთის მთავრობამ აკრძალა ამერიკული Micron Technology-ის მეხსიერების ბარათების გამოყენება.
ეს მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად დაპირისპირებულია ეს ორი ეკონომიკური ძალა ტექნიკურ სფეროში.
პეკინი დიდი ხანია დაფარულად ცდილობს ჩინეთის ქსელებიდან უცხოური ტექნოლოგიური კომპანიების გაძევებას.
ადრე ჩინეთის მთავრობა პირდაპირ არ უკრძალავდა უცხოურ ფირმებს ქვეყანაში საქმიანობას. არ ეუბნებოდა, რომ სასურველი არ იყო მათი ჩინეთის ბაზარზე ყოფნა.
მაგრამ Micron Technology-თან დაკავშირებით სხვაგვარადაა საქმე.
ჩინეთის მთავრობამ აუკრძალა კომპანიებს Micron-ის მიერ დამზადებული მიკროჩიპების ყიდვა, რომლებიც გამოიყენება ყველა სახის ელექტრონიკაში, ტელეფონებსა და კომპიუტერებში.
პეკინისთვის, ამერიკული კომპანიისთვის ზიანის მიყენება, რომელიც აწარმოებს კრიტიკულ აღჭურვილობას, ხელს უწყობს მთავრობის მიზანს, გააძლიეროს მისი შიდა ტექნიკური სექტორი.
შარშან ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო ზომები მეხსიერების ბარათების ჩინელი მწარმოებლების შესაზღუდად, კერძოდ, შეიზღუდა მწარმოებლების წვდომა მოწინავე ჩიპების დასამზადებლად საჭირო მნიშვნელოვან ინსტრუმენტებზე. იგივე შეზღუდვები შეეხო ბარათებს, რომლებიც მართავენ სუპერკომპიუტერებს და ქმნიან მძლავრი ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებს.
მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ჩინეთს შეუზღუდა ხელმისაწვდომობა რესურსებზე, რომლებიც მას სჭირდებოდა თანამედროვე ნახევარგამტარების წარმოებისთვის, ჩინური კომპანიები აორმაგებენ შიდა მომარაგების ქსელებს.
ტაივანი დომინირებს მიკროჩიპების სექტორში, მაგრამ დემოგრაფიული კრიზისი და სამუშაო კულტურა საფრთხეს უქმნის ამ ლიდერობას.
Micron-ის დაბლოკვით ჩინეთის ხელისუფლებამ გაუთავისუფლა ადგილი ჩიპების ადგილობრივ მწარმოებლებს. პეკინის ამ ნაბიჯმა შეიძლება, ახალი ბზარი გააჩინოს შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს შორის, რომელთა კომპანიებს შეუძლიათ Micron-ის გამოთავისუფლებული ადგილის დაკავება და მილიარდობით დოლარი გამომუშავება.
წლებია, ჩინეთი და შეერთებული შტატები გლობალურ ტექნოლოგიურ ლიდერობას ცდილობენ. პეკინში, აშშ-ის დაზვერვის ყოფილმა კონტრაქტორმა ედუარდ სნოუდენმა ისაუბრა ამერიკული ტექნოლოგიების დაუცველობის შესახებ.
ვაშინგტონის შეზღუდვების საპირისპიროდ, ჩინეთმა სუბსიდიები გამოუყო მეხსიერების ბარათების ჩინურ კომპანიებს. ზოგიერთმა მათგანმა მიაღწია კიდეც წარმატებას.