ფრანგულმა საბურავების მწარმოებელმა Michelin-მა რუსეთი საბოლოოდ დატოვა.
მსოფლიოში საბურავების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი – ფრანგული Michelin Group ბიზნესს რუსეთში საბურავების ადგილობრივ დისტრიბუტორს Power International Tires LLC-ს მიჰყიდის.
კომპანიის ინფორმაციით, გარიგება მოიცავს საბურავების ქარხანას მოსკოვის მახლობლად და შპს Camso CIS-ს.
Michelin ამბობს, რომ გარიგებას რუსეთის მთავრობა დაეთანხმა.
გარიგების ოდენობა არ სახელდება.
Michelin Russia-ში დაახლოებით 1 000 ადამიანი მუშაობდა, მათ შორის 750 მის ქარხანაში დავიდოვოში, მოსკოვიდან დაახლოებით 100 კილომეტრში. ქარხანა წლიური 1,5-დან 2 მილიონამდე საბურავს უშვებდა, ძირითადად სამგზავრო ავტომობილებისთვის.
Michelin-მა რუსეთში საქმიანობის შეწყვეტის შესახებ 2022 წლის მარტში გამოაცხადა.