Meta Twitter-ის ალტერნატივის –Threads-ის გაშვებას 6 ივლისს გეგმავს
ახალი აპლიკაცია უკვე გამოჩნდა App Store-ში. Threads ინსტაგრამის აპლიკაციაა ტექსტური მიმოწერისთვის.
სოციალური მედიის ექსპერტები ახალ აპლიკაციას Twitter-ის სერიოზულ კონკურენტად მიიჩნევენ.
Insider Intelligence-ის პროგნოზით, Twitter-ის სარეკლამო შემოსავალი 2023 წელს $3 მილიარდს მიაღწევს. კომპანიის 2022 წლის ფინანსური მონაცემები არ გამოქვეყნებულა, ხოლო 2021 წელს სოციალურმა ქსელმა $4,51 მილიარდის შემოსავალი მიიღო.
სპეციალისტების შეფასებით, Meta-ს ახალი სერვისის შემოსავალი ნაკლები არ იქნება.
Meta-ს უფრო მეტი მომხმარებელი და რეკლამის განმთავსებელი ჰყავს. ამასთანავე, უფრო ძვირად ღირებულ რეკლამებს სთავაზობს ფართო აუდიტორიას.