Meta Platforms-მა შემცირებების მორიგი რაუნდი დაიწყო, რომელიც სამ ეტაპად განხორციელდება, რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება და საბოლოოდ, 10 ათას თანამშრომელს შეეხება.
მარკ ცუკერბერგი ამჯერად სამსახურიდან ინჟინრებსა და სხვა ტექნიკურ პერსონალს დაითხოვს. მის გადაწყვეტილებას Meta-ს თანამშრომლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
„თქვენ დაარღვიეთ მორალური პრინციპები და დაკარგეთ ბევრი კარგი თანამშრომლის ნდობა. რატომ უნდა დავრჩეთ Meta-ში?”, – სწერს ერთ-ერთი თანამშრომელი კომპანიის ხელმძღვანელს.
ცუკერბერგი გასულ წელს მოუწოდებდა თანამშრომლებს, მეტი „ინტენსივობით“ ემუშავათ კომპანიის ბიზნესგამოწვევების დასაკმაყოფილებლად.
კომპანიამ შემცირებების პირველი ეტაპი შემოდგომაზე განახორციელა, რომელიც დასაქმებულების 13%-ს შეეხო.
როგორც ჩანს, კომპანიის გადაწყვეტილება ინვესტორებმა მოიწონეს, რადგან შემცირების დაწყებიდან, Meta-ს აქციების ფასმა დაახლოებით 80%-ით მოიმატა.