Mercedes-Benz Corporation ლეგენდარული G-Class SUV მოდელის Gelendvagen-ის წარმოებას შეწყვეტს.
ამ მოდელის გამოშვება 2024 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.
კომპანია გადავა G კლასის SUV-ის ახალი თაობის წარმოებაზე, რომელიც ტექნოლოგიურად განახლებული იქნება.
ახალი ჯიპის დიზაინი გაცილებით უკეთესი იქნება აეროდინამიკური თვალსაზრისით და უფრო ეკონომიური გახდება.
ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდის გამოუშვებს კომპანია ახალ სერიას.
G კლასის ხაზს ასევე ექნება ელექტრომობილი. ის EQ ქვებრენდით გამოვა, რომელიც სპეციალურად სრულიად ელექტრო Mercedes-Benz-ის მოდელებისთვისაა შექმნილი.
ავტომწარმოებელმა ელექტრომობილი ჯერ კიდევ 2021 წლის ივლისში გამოუშვა. კომპანიამ გამოაცხადა, რომ 2025 წლიდან ყველა მოდელს ელექტროვერსია ექნება.
2023 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ Mercedes-Benz-ის ავტომობილებს სერიოზული დეფექტი აღმოაჩნდა. 2004-დან 2015 წლამდე წარმოებული ML, GL (BR 164) და R-Class (BR 251) სერიის მოდელები კომპანიამ ბაზრიდან უკან გაიწვია.