Mercedes-Benz-მა დაასრულა თავისი აქტივების გაყიდვა რუსეთში. ის გერმანული ავტოკონცერნის ადგილობრივმა დილერმა Avtodom-მა მთლიანად იყიდა, მათ შორის მოსკოვში არსებული ავტომობილების ქარხანა (Mercedes-Benz Manufacturing Rus LLC).
გარიგების ოდენობა არ დასახელებულა. თუმცა, Avtodom-მა განაცხადა, რომ გერმანულ კონცერნს რჩება გადაცემული აქციების უკან ყიდვის ოფცია „დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ განსაზღვრული სამართლიანი საბაზრო ფასით“.
ახლა რუსული დილერი ქარხნისთვის პარტნიორს ჩინეთში ეძებს.
Avtodom რუსეთში ახორციელებდა უცხოური პრემიუმ და ძვირადღირებული ავტომობილების გაყიდვა-მომსახურებას, რომელთა უმეტესობამ მიწოდება შეუწყვიტა.