McDonald’s ახალი ტიპის რესტორნებს ხსნის, რომელიც Starbucks-ის პირდაპირი კონკურენტი იქნება.
ახალი ბრენდის სახელია CosMc’s, რომელიც მომდინარეობს McDonald’s -ის თილისმიდან –უცხოპლანეტელი კოსმოსიდან, რომელიც 1980-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა რეკლამების სერიაში. მას ჰქონდა ანტენები, ექვსზე მეტი მკლავი და ეცვა მრგვალი ვერცხლისფერი კოსმოსური კოსტიუმი.
როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი კრის კემპჩინსკი ამბობს, CosMc-ის მიზანია, შეავსოს გაყიდვების ვარდნა, რომელიც მათ რესტორნებს შუადღის პერიოდში აქვთ.
CosMc’s-ის პირველი საცდელი რესტორანი ჩიკაგოს გარეუბანში კვირის ბოლოს გაიხსნება. კომპანიას კიდევ 10 რესტორანი ექნება 2024 წელს.
რაც შეეხება მენიუს, ის ტკბილეულის მოყვარულებზეა გათვლილი.
მენიუში იქნება Churro Frappe – ერთგვარი ესპანური დონატი და S’Mores Cold Brew. მენიუში ასევე იქნება McDonald’s-ის პროდუქტების შემცირებული სია, მათ შორის Egg McMuffins, ნამცხვრები და ნაყინი.
McDonald’s -ს უკვე აქვს ყავის და საკვების ქსელი, სახელად McCafe, რომელიც მხოლოდ ყავას და ტკბილეულს ყიდის.
კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს 900 ახალი რესტორნის გახსნას აშშ-ში და1900-ის – საერთაშორისო ბაზრებზე.
კომპანიის 7000 რესტორანიდან ნახევარზე მეტი იქნება ჩინეთში, რომელიც McDonald’s-ის სიდიდით მეორე ბაზარია.
კრის კემპჩინსკიმ განაცხადა, რომ ჩინეთი საბოლოოდ შეიძლება გახდეს McDonald’s-ის უმსხვილესი ბაზარი.
ამავე დროს, კომპანიამ განაცხადა, რომ ბიზნესი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის უარყოფით გავლენას განიცდის.