Mango დამფუძნებელი ისაკ ანდიკი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ესპანური მაღაზიათა ქსელის 71 წლის დამფუძნებელი კატალონიის მთიან რეგიონში, მონსერატის მონასტრისკენ მიმავალ გზაზე, სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა.
კომპანიას უბედური შემთხვევის დეტალები არ გაუვრცელებია. ესპანური მედიის ინფორმაციით, ანდიკი მთებითა და ლაშქრობით იყო გატაცებული და დღე ოჯახთან ერთად გაატარა. ის 100 მეტრზე მეტი სიმაღლიდან გადმოვარდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ისაკ ანდიკმა კომპანია Punto Fa, S.L თავის ძმასთან ერთად 1984 წელს დააარსა. ამავე დროს ანდიკებმა ბარსელონაში გახსნეს Mango-ს ქალის ტანსაცმლის პირველი მაღაზია.
ბრენდს 110-ზე მეტ ქვეყანაში, დაახლოებით 2700 მაღაზიას ფლობს.
წელს Forbes-მა ისაკ ანდიკი კატალონიის უმდიდრეს ადამიანად დაასახელა. ანდიკისა და მისი ოჯახის ქონება 4,5 მილიარდ ევროდ არის შეფასებული.