დანიურმა ლოგისტიკურმა კომპანია Maersk-მა განაცხადა, რომ იძულებულია თანამშრომლების რიცხვი 10 000-ით შეამციროს ხარჯების ზრდისა და გადაზიდვის ტარიფების კლების გამო, რაც თავის მხრივ, კომპანიის აქციებზე ფასების ვარდნამ გამოიწვია. ამის შესახებ Reuters წერს.
კომპანია ამბობს, რომ თანამშრომლების შემცირება მას მომავალ წელს $600 მილიონის დაზოგვის საშუალებას მისცემს.
კომპანია, რომელიც მსოფლიო საკონტეინერო გადაზიდვების დაახლოებით მეექვსედს აკონტროლებს, აღნიშნავს, რომ მოთხოვნა მოსალოდნელზე უფრო მკვეთრად დაეცა.
მესამე კვარტალში კომპანიის შემოსავლები შემცირდა. ხოლო აქციები 17.5%-ით დაეცა.
„თუ მეოთხე კვარტალი არ მოიტანს გარკვეულ გაუმჯობესებას, მაშინ ვფიქრობ, რომ 2024 წელს საკმაოდ მძიმე ვითარებაში ვიქნებით“, – თქვა Maersk-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვინსენტ კლერკმა.
Maersk ელოდება, რომ საკონტეინერო გადაზიდვების მოცულობა წელს 2%-ით შემცირდება, პირველ რიგში, მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნის კლების გამო.
დანიური კომპანია 330-ზე მეტ გადამზიდავ ხომალდს ფლობს. იანვარში მას სულ 110,000 თანამშრომელი ჰყავდა.