ფრანგული Louis Vuitton Moet Hennessy-ის საბაზრო ღირებულებამ $500 მილიარდს გადააჭარბა და გახდა პირველი ევროპული კომპანია, რომელმაც ასეთ მაჩვენებელს მიაღწია.
ფუფუნების საგნებისა და პარფიუმერიის გიგანტის წარმატებული წელი ჩინეთის ბაზარზე გაყიდვების სწრაფმა ზრდამ და ძლიერმა ევრომ განაპირობა.
აზიაში კომპანიის გაყიდვების დაახლოებით 80% სწორედ ჩინეთზე მოდის. მთლიანად აზიაში, 2023 წლის პირველ კვარტალში, კომპანიის გაყიდვები 14%-ით გაიზარდა. აქედან, იაპონიაში – 34%-ით.
კომპანიის ღირებულება გაზარდა მისი მფლობელის, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ბერნარ არნოს, სიმდიდრემაც შეუწყო ხელი. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მისი ქონება თითქმის $212 მილიარდია.
Bloomberg აღნიშნავს, რომ LVMH და მისი კონკურენტი ფრანგული კომპანიები ევროპის საფონდო ბირჟისთვის ისეთივეა, როგორიც იყო მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები აშშ-ისთვის – დომინანტური ბიზნესები, რომლებიც აგრძელებენ ზრდას მაშინაც კი, როდესაც ეკონომიკის ბუმი და ვარდნაა.
LVMH მოდისა და კოსმეტიკის 75 ბრენდს აერთიანებს, მათ შორის Louis Vuitton-სადა Sephora-ს.
LVMH-მა ამერიკული Tiffany & Co 2021 წელს $15,8 მილიარდად შეიძინა, რაც ყველაზე ძვირად ღირებულ შენაძენად ითვლება.