L’Oréal ავსტრალიურ კოსმეტიკის ბრენდ Aesop-ს $2,5 მილიარდად ყიდულობს. ეს ფრანგული სილამაზის გიგანტის ყველაზე მაღალფასიანი შენაძენი იქნება.
Aesop, რომელიც კანისა და სხეულის მოვლის ძვირად ღირებულ საშუალებებს აწარმოებს, ბრაზილიურ Natura & Co-ს ეკუთვნის, რომელიც ასევე The Body Shop-ისა და Avon-ის მფლობელია
Natura & Co-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ფაბიო ბარბოსამ განაცხადა, რომ Aesop-ის გაყიდვით კომპანიის ვალებს შეამცირებს, თანხის ნაწილს კი სხვა ხაზების გაუმჯობესებისთვის გამოიყენებს.
Aesop მელბურნში, ავსტრალიაში 1987 წელს დაარსდა. მას შემდეგ Aesop-ის გაყიდვები თითქმის 20-ჯერ გაიზარდა და 2022 წელს $537 მილიონს მიაღწია.