ფრანგული L’Oreal მეოთხე წელია ყველაზე ძვირფასი კოსმეტიკური ბრენდების რეიტინგის ლიდერია. მისი ღირებულება გასულ წელს 7.2%-ით, $12.03 მილიარდამდე გაიზარდა.
ამერიკული Estee Lauder კვლავ მეორე ადგილს იკავებს, იმის მიუხედავად, რომ ბრენდის ღირებულება ერთ წელში თითქმის 10%-ით – $7,15 მილიარდამდე შემცირდა.
გერმანული Nivea (გერმანული კომპანია Beiersdorf-ის საკუთრება) მესამე პოზიციაზეა, მეოთხე ადგილზე Gilette-ია (ამერიკული Procter & Gamble Co.-ის საკუთრება). ამავდროულად, ორივე ბრენდის ღირებულება შემცირდა – შესაბამისად 2,8%-ით ($6,62 მილიარდამდე) და 4,8%-ით ($6,58 მილიარდამდე).
ათეულში ასევე შედიან Dove ($6,47 მილიარდი), Guerlain ($6,31 მილიარდი), Lancome ($5,2 მილიარდი), Clinique ($4,83 მილიარდი), Pantene ($4,64 მილიარდი) და Garnier ($4,1 მილიარდი).
ყველაზე სწრაფად მზარდი ბრენდი ჩინური Chando-ია, რომლის ღირებულება ერთი წლის განმავლობაში 36%-ით გაიზარდა და $1.3 მილიარდი შეადგინა. ახლა ის რეიტინგში 32-ე ადგილს იკავებს.