სამხრეთ კორეის ავტომწარმოებლებმა Kia-მ და Hyundai-მ დაიწყეს დაახლოებით 3,4 მილიონი ავტომობილის გაწვევა შეერთებული შტატების ბაზრიდან მას შემდეგ, რაც გახშირდა ძრავებში ხანძრის გაჩენის შემთხვევები.
Kia უკან გაიწვევს დაახლოებით 1.7 მილიონ ავტომანქანას, ხოლო Hyundai –1.6 მილიონზე მეტ სხვადასხვა მოდელს.
აშშ-ის ავტო უსაფრთხოების მარეგულირებლის – NHTSA-ს შეფასებით, ძრავებში აალება ხარვეზების მქონე ნაწილების გამო მოხდა.
პრობლემები აღმოაჩნდა 2010-დან 2019 წლამდე გამოშვებულ სხვადასხვა მოდელს, მათ შორის Hyundai-ს Santa Fe-სა და Kia-ს Sorrento-ს.
NHTSA-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში წერია, რომ ავტომანქანების ანტიბლოკირების სამუხრუჭე სისტემიდან (ABS) „შეიძლება გაჟონოს სამუხრუჭე სითხემ და გამოიწვიოს ძრავის აალება გაჩერებისას ან მართვის დროს“.
Hyundai-ის ინფორმაციით, 2017 წლიდან მას ხანძრის 21 და სხვა სახის 21 შემთხვევის შესახებ შეატყობინეს.
Kia კი ამბობს, რომ მას მინიმუმ 10 დადასტურებული ხანძრისა და თერმული პრობლემების შესახებ აქვს ინფორმაცია.