KFC-მ რუსეთში გარიგება დაასრულა. ამერიკულმა ბრენდმა აშშ-ის და რუსეთის მთავრობებისგან ყველა საჭირო ნებართვა მიიღო. KFC-ის რესტორნების ქსელი რუსეთში Rostics-ის სახელით იმუშავებს.
KFC-ის ქსელის ახალი მფლობელი რუსული კომპანია Smart Service LTD გახდა. მანამდე ეს კომპანია KFC-ის რამდენიმე ათეულ ფრანჩაიზ დაწესებულებას მართავდა.
რუსეთში KFC-ის ქსელს სულ 1,1 ათასი დაწესებულება ჰქონდა.
KFC-მ რუსეთში თავისი რესტორნები გასული წლის მარტის დასაწყისში დახურა. მას შემდეგ დაწესებულებების უმეტესობა ფრანჩაიზმოდელით მუშაობდა.