2023 წლის დეკემბერში, პირველად 2 წლის განმავლობაში, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა წლიურად შემცირდა.
გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4%-ით ნაკლებია. მონაცემები PMCG-მა შეაჯამა.
ამავდროულად, წინა თვეში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 23.9%-ით ნაკლებია 2023 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ვაკანსიებთან შედარებით.
ვაკანსიების რაოდენობის თვალსაზრისით ვითარება უკეთესი იყო 2023 წელს, ივლისიდან ნოემბრის თვემდე.
წლის ბოლო თვეში კი გამოცხადებულმა ვაკანსიებმა შესამჩნევად იკლო.
გასული წლის მეორე ნახევარში jobs.ge-ზე 42,362 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
სექტორების მიხედვით, ვაკანსიების რაოდენობით გაყიდვების, შესყიდვების კატეგორია ლიდერობს. ვაკანსიების რიცხვით მეორეა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის სექტორი.
2023 წელს, ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, 6,598 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.4%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 59.0%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წელს, ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, 11,077 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.6%-ით ნაკლები, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 33.1%- ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წელს, ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, 9,949 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.3%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 35.7%- ით გაზრდილი მაჩვენებელია.