ორშაბათი, ივნისი 16, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ეკონომიკა

ISET: ფასების რეგულირების სამთავრობო ინიციატივა ევროკავშირის დირექტივას ეწინააღმდეგება

ავტორი Nona
20:12, 14 მარტი, 2023
- ეკონომიკა, სიახლეები
ISET: ფასების რეგულირების სამთავრობო ინიციატივა ევროკავშირის დირექტივას ეწინააღმდეგება

unsplash.com

გაზიარებაგაზიარება

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი აფასებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ხელოვნური ჩარევით დაარეგულიროს სურსათის ფასები. კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მთავრობის შემოთავაზებული მიდგომა ჰგავს ფასების კონტროლს და წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის დირექტივასთან არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის შესახებ. 

როგორც ცნობილია, ეკონომიკის სამინისტრომ სურსათის ფასების რეგულირების მიზნით, უნდა მოამზადოს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს, (1) მიმწოდებლებისათვის გადახდის სტანდარტული პირობების დაწესებას, რაც გადასახადებსა და მარკეტინგულ ხარჯებსაც მოიცავს, (2) მარაგების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის ხელშეწყობასა და (3) უკან დასაბრუნებელი პროდუქტების შესახებ მითითებების შემუშავებას. მთავრობა აღნიშნავს, რომ ეს ზომები მოგების ე.წ. გონივრული მარჟის შენარჩუნებას განაპირობებს.

ISET-ის მკვლევრები მიიჩნევენ, რომ მთავრობის „ირიბი მინიშნება“ ფასის შემცირების აუცილებლობაზე, ნიშნავს იმას, რომ ის იყენებს ფასების კონტროლის ინსტრუმენტს ბაზრის დასარეგულირებლად. ფასების კონტროლი კი ეკონომიკაში სერიოზულ პრობლემებს ქმნის. პირველ რიგში, იწვევს საქონლისა თუ მომსახურების დეფიციტს, რადგან ფასი ხელოვნურად ეცემა საბაზრო წონასწორობის წერტილს ქვემოთ, რაც ქმნის ჭარბ მოთხოვნას. თავის მხრივ, ფასების მაქსიმალური ზღვრის დაწესებამ, შეიძლება გამოიწვიოს საქონლის ან მომსახურების ხარისხის გაუარესება. ამ დროს გამყიდველები ეცდებიან, ზარალის თავიდან აცილების მიზნით, შეამცირონ ხარისხი.

ISET-ის კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ფასების კონტროლი წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის დირექტივის 2019/633 არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის შესახებ. აღნიშნული დირექტივა მიზნად ისახავს, სურსათის მიწოდების ჯაჭვში არსებულ მცირე და საშუალო ბიზნესებსა და ფერმერებს შეუქმნას თანაბარი პირობები და უზრუნველყოს მათ მიმართ დიდი სავაჭრო პარტნიორების სამართლიანი მოპყრობა.

ISET-ის მკვლევრები მთავრობას სურსათის ფასების სტაბილიზაციისა და ბაზარზე უარყოფითი გავლენის თავიდან ასაცილებლად კონკრეტულ რეკომენდაციებს აძლევენ:

  • კონკურენციის ზრდა: სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის გაზრდა
  • სასაწყობე და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
  • სურსათის ნარჩენების შემცირება: რისკის მართვის ინსტრუმენტების გამოყენება
  • ბაზრის გამჭვირვალობის ხელშეწყობა
  • საიმპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია
  • ენერგიის ტრადიციულ წყაროებზე დამოკიდებულების შემცირება და ალტერნატიული წყაროებისთვის უპირატესობის მინიჭება.
თეგები: ISETევროკავშირიეკონომიკის სამინისტროსაქართველოს მთავრობაფასების კონტროლი

დაკავშირებული სიახლეები

უკრაინა, ტრანში, დიდი შვიდეულის პროგრამა, რუსული აქტივები
ეკონომიკა

უკრაინამ გაყინული რუსული აქტივებიდან კიდევ ერთი მილიარდი ევრო მიიღო

14:47, 13 ივნისი, 2025
პაველ ჰერჩინსკი
საზოგადოება

ევროკავშირის წევრთა უმრავლესობა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინააღმდეგია: ჰერჩინსკი

12:16, 12 ივნისი, 2025
დონალდ ტრამპი, სარჩელი, ტარიფები
ეკონომიკა

ტრამპი ევროკავშირს 50%-იანი საბაჟო ტარიფებით ემუქრება – მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა

17:11, 23 მაისი, 2025
ინფლაცია, ევროკავშირის ინფლაცია
ბანკები და ფინანსები

ევროკავშირში ინფლაცია 2,4%-მდე შემცირდა

21:00, 19 მაისი, 2025

ბოლო სიახლეები

პრემია ელისო

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

21 საათის-ის წინ
დონალ ტრამპი

კრიპტოვალუტა, გოლფის კლუბები, ჰონორარები – ტრამპმა $1,6 მილიარდის აქტივი დაადეკლარირა

2 დღის-ის წინ
თიბისი, ბიზნესდაჯილდოება

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

2 დღის-ის წინ
ჩინური ელექტრომობილები

მაისში ჩინური ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 24%-ით გაიზარდა

2 დღის-ის წინ
ლარი მიმოქცევაში

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

3 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin X-twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved