საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის – IRI-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 79% რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას უჭერს მხარს.
ამასთან, 37% მიიჩნევს, რომ მათ არ უნდა მიეცეთ ქვეყანაში შემოსვლის უფლება, სანამ რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დაუბრუნებს.
29% მიესალმება, თუ რუსები დატოვებენ საქართველოს.
გამოკითხულთა 25% ამბობს, რომ რუსების შემოსვლა ქვეყნის ეკონომიკას ეხმარება და მხოლოდ 4% იწონებს რუსების საქართველოში ჩამოსვლას.
„ქართველების უმრავლესობას არ მოსწონს რუსეთის ყოფნა ქვეყანაში, რომლებიც არეგისტრირებენ ბიზნესს და ყიდულობენ უძრავ ქონებას საქართველოში”, – ნათქვამია კვლევაში.
კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 34% რუსეთთან ფრენების აღდგენის კატეგორიული წინააღმდეგია, ხოლო 23% ემხრობა პირდაპირი ავიარეისების დანიშვნას.
რუსეთის მოქალაქეების მასობრივი მიგრაცია საქართველოში 2022 წლის თებერვლიდან დაიწყო. რუსების მიგრაციის ორი დიდი ტალღა იყო გასული წლის გაზაფხულზე და შემოდგომაზე, რუსეთის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანაში რუსების მასობრივ მიგრაციაში საფრთხეს ვერ ხედავს.