International IQ test-მა 2024 წლის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა. რეიტინგის თანახმად, მსოფლიოს 25 საუკეთესო ქვეყანას შორის საქართველო 21-ე ადგილს იკავებს, ინტელექტის კოეფიციენტით 101,36. წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, მისი საშუალო IQ დონე +2,4-ით არის გაუმჯობესებული.
გლობალურ რეიტინგს სამხრეთ კორეა ლიდერობს IQ-ის 107,54-იანი კოეფიციენტით.
მას მოჰყვება ჩინეთი, რომელიც მეორე ადგილს იკავებს 106,99-იანი ინტელექტის მაჩვენებლით, მესამეზე ირანია-106,84-ით.
ეს მიუთითებს, რომ ამ ქვეყნებს შესანიშნავ შემეცნებითი შესაძლებლობები აქვთ.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის გამოირჩევა სინგაპური, რომელიც მეხუთე ადგილს იკავებს, კოეფიციენტით 106,18-ით.
სინგაპურის საგანმანათლებლო სისტემა ცნობილია თავისი სიმკაცრით და აქცენტს აკეთებს STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) განათლებაზე. გაზრდილმა ინვესტიციებმა განათლებასა და ინოვაციებში შედეგი გამოიღო და ის გლობალური რეიტინგის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.
ასევე მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ვიეტნამმა, რომელიც მე-20 ადგილზეა 101,45-ით. ამ ქვეყანამ დიდი თანხა ჩადო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისა და ხარისხიანი სასწავლო რესურსების წვდომის გასაუმჯობესებლად და შედეგიც სახეზეა. განათლების სფეროს რეფორმა და მისი ახალგაზრდა, დინამიკური მოსახლეობა მის გლობალურ რეიტინგში დაწინაურებას უწყობს ხელს.
სინგაპურის და ვიეტნამის მაღალი რეიტინგი ტოპ 25 ქვეყანას შორის საშუალო IQ-ით ხაზს უსვამს ძლიერი საგანმანათლებლო სისტემების მნიშვნელობას და სასწავლო რესურსებზე ხელმისაწვდომობას. რეიტინგი ასახავს არა მხოლოდ ინდივიდუალურ შემეცნებით შესაძლებლობებს, არამედ ხაზს უსვამს ერების კოლექტიურ პოტენციალს ინოვაციების, ზრდისა და გლობალურ კონკურენციაში.
The International IQ Test-ის მონაცემებით, ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე დიდი პროგრესი ისრაელს აქვს +5,28.