ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტი სავარაუდოდ იქნება უახლესი iPhone 16-ის მთავარი მახასიათებელი.
ტექნიკური გიგანტი ახალი მოდელის iPhone 16-ის პრეზენტაციას, სახელწოდებით “It’s Glowtime” ორშაბათს, 9 სექტემბერს, გამართავს. ღონისძიება დილის 10 საათზე Apple Park-ში დაიწყება და ონლაინ რეჟიმში გადაიცემა.
როგორც ამბობენ, “Apple Intelligence”-ით აღჭურვილი ხელოვნური ინტელექტის გენერირებული emoji – მნიშვნელოვნად უფრო ჭკვიანია Siri-ზე. მაგალითად, მას შეუძლია შეგახსენოთ თქვენი დღის განრიგი, რა შეტყობინება მოდივდა თქვენს ელფოსტაზე და რომელ საათზეა თქვენი ფრენა.
iPhone 16 სავარაუდოდ პირველი მოწყობილობა იქნება, რომელიც სრულად ხელოვნური ინტელექტის გათვალისწინებით არის შექმნილი.
ხელოვნური ინტელექტი უკვე წლებია ინტეგრირებულია iPhone-ის ზოგიერთ ფუნქციაში, როგორიცაა Live Text და გაუმჯობესებული ავტოკორექტირების ფუნქცია. თუმცა, ის ახალ მოდელში გაუმჯობესებული იქნება და როგორც სპეციალისტებიუ ამბობენ, დამატებითი AI ფუნქციები iPhone -ში მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გამოჩნდება.
როგორც ცნობილია, AI საშუალებას აძლევს ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს შექმნან ტექსტები, სურათები და აუდიოც კი, მომხმარებლების მოთხოვნის შესაბამისად.
Siri-ს, OpenAI-ის უახლეს ChatGPT-4o მოდელთან შერწყმა, საშუალებას მისცემს გაიხსენოს წლების წინ გადაღებული ფოტო, ასევე მფლობელს მიაწოდოს უფრო კონკრეტული ინფორმაცია.