Counterpoint Research-ის კვლევის მიხედვით, iPhone 15 მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სმარტფონი გახდა 2024 წლის მე-3 კვარტალში. აღსანიშნავია, რომ Apple-ს გაეზარდა მაღალი ღირებულების მოწყობილობების გაყიდვები.
მეორე და მესამე ადგილებს იკავებენ: iPhone 15 Pro Max და iPhone 15 Pro.
რაც შეეხება Samsung, კომპანიის სმარტფონებმა ყველაზე მეტი, 5 ადგილი დაიკავეს TOP-10-ში, ბევრი მათგანი ბიუჯეტური მოწყობილობებია: Galaxy A15 4G, Galaxy A15 5G, Galaxy A35 5G და Galaxy A05.
სამსუნგის ფლაგმანმა Galaxy S24-მა მეათე ადგილი დაიკავა. მას ცოტათი უსწრებს Redmi 13C 4G და iPhone 14.
საერთო ჯამში, ამ 10 სმარტფონმა მესამე კვარტალში მთლიანი გაყიდვების 19% შეადგინა.
სმარტფონების პოზიციები 2023 წლიდან უცვლელია, რაც მათ მიმართ მომხმარებელთა სტაბილურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს.
Apple-ის წილი ტოპ-10 სიაში შემცირდა, Samsung-ის გაიზარდა.
მომხმარებლები სულ უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას მაღალი კლასის სმარტფონებს. ამის გამო თანდათან მცირდება სხვაობა iPhone-ის საბაზისო და Pro ვარიანტების გაყიდვებს შორის. მესამე კვარტალში, iPhone-ის მთლიანი გაყიდვების ნახევარი Pro ვარიანტებმა შეადგინეს.
Apple და Samsung კიდევ უფრო აძლიერებენ თავიანთ პოზიციებს Apple Intelligence-ით და Galaxy AI-ით, რაც მათ დაეხმარება გააგრძელონ ამ რეიტინგში დომინირება. ორივე ბრენდი იყენებს GenAI-ს, როგორც განმასხვავებელ ფაქტორს პრემიუმ სეგმენტში.