Apple-ის მთავარი მომწოდებელი, Foxconn, იწყებს iPhone 15-ის წარმოებას ინდოეთის ქარხანაში. ამის შესახებ Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
Apple ამით ცდილობს გაზარდოს წარმოება ჩინეთის გარეთ, რადგან ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაძაბულობა პროდუქციის მიწოდების რისკებს ზრდის.
ამავე დროს, ინდოეთი, ცდილობს უფრო მჭიდრო კავშირი დაამყაროს აშშ-სთან და გახდეს წარმოების ცენტრი.
iPhone 14-ის გამოშვებამდე Apple ინდოეთში თავისი ტელეფონების მცირე ნაწილს აწყობდა. გასულ წელს ეს სხვაობა მკვეთრად შემცირდა და მარტის ბოლოს Apple თავისი iPhone-ების 7%-ს უკვე ინდოეთში აწარმოებდა.
ინდოეთში iPhone 15-ის წარმოების მასშტაბი დამოკიდებული იქნება კომპონენტების ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ძირითადად იმპორტირებულია.
Apple თავის ახალ iPhone-15-ს, სავარაუდოდ 12 სექტემბერს წარადგენს.
კომპანია ამბობს, რომ ახალი მოდელი იქნება ყველაზე განახლებული ბოლო სამი წლის განმავლობაში.
მიმდინარე თვეში Apple-მა განაცხადა, რომ iPhone -ის გაყიდვები იკლებს, რაც გამოწვეულია მომხმარებლის დაბალი მოთხოვნით ძირითად ბაზრებზე, როგორიცაა აშშ, ჩინეთი და ევროპა.