iPhone როგორც ჩანს, ამერიკაშიც ქურდების საყვარელი სამიზნეა.
ვაშინგტონში Apple-ის მაღაზიიდან 436 iPhone მოიპარეს. ნაქურდლის ღირებულება $500 ათასს აღწევს.
ქურდებმა გვერდით მდებარე ყავის მაღაზიის კედელი გაბურღეს და Apple Store-ის აბაზანაში შეაღწიეს.
პოლიციას აქვს სათვალთვალო კამერის კადრები, მაგრამ ის ჯერ არ გამოუქვეყნებია. მეზობლად მდებარე ყავის მაღაზიის მეპატრონე ამბობს, რომ მხოლოდ $1 500-ის ზარალი განიცადა.
ცნობილია, რომ კომპანიას შეუძლია მოპარული iPhone-ების ადგილმდებარეობის დადგენა და მათი დეაქტივაციაც. თუმცა, ამის შესახებ ჯერ არაფერი უთქვამს.
გასული წლის თებერვალში Apple-ის ამსტერდამის მაღაზია გაძარცვეს. მაღაზიაში შესულმა მამაკაცმა მძევლებიც აიყვანა, მაგრამ გაქცევა ვეღარ შეძლო, რადგან მის მანქანას პოლიციის ავტომობილი დაეჯახა.