2007 წელს გამოშვებული iPhone-ის პირველი მოდელი 4GB აუქციონზე $190,37 ათასად გაიყიდა.
iPhone-ის კოლექციონერებმა ეს მოდელი „წმინდა გრაალად“ მიიჩნიეს, წერს BBC.
LCG Auctions-ზე გასაყიდად გამოტანილ ტელეფონზე 28 შეთავაზება გაკეთდა და თავდაპირველ ფასზე თითქმის 400-ჯერ ძვირად გაიყიდა.
LCG Auctions-ზე შარშან გასაყიდად იმავე მოდელის 2 iPhone გამოიტანეს, რომლებიც ასევე რეკორდულ ფასებში გაიყიდა.
2007 წელს გამოშვებული Apple-ის მოდელის გაყიდვები კომპანიამ მისი გამოშვებიდან ორი თვის შემდეგ შეწყვიტა, გაყიდვების სიმცირის გამო.
მომხმარებლების უმეტესობამ 4GB-ს ამჯობინა 8GB მოდელი, რომელიც იმავე პერიოდში გამოჩნდა ბაზარზე და სულ რაღაც $100-ით ძვირი ღირდა.