Instagram გეგმავს ტექსტური აპლიკაციის დამატებას, რომლითაც Twitter-ს გაუწევს კონკურენციას. ამის შესახებ Bloomberg წერს.
აპლიკაცია ჯერ ტესტირების ფაზაშია და სავარაუდოდ, ივნისში ჩაირთვება.
აპლიკაციის კოდირებული სახელი იქნება P92 ან ბარსელონა.
მართალია, ახალი სერვისი Instagram-ზე არის დაშენებული, მაგრამ ის დეცენტრალიზებულია და იმუშავებს როგორც ცალკე აპლიკაცია.
ილონ მასკმა Twitter-ის შეძენის შემდეგ სოციალურ ქსელში ბევრი ინოვაცია შემოიტანა, თუმცა, ამ სერვისების უმრავლესობა მომხმარებელთა მნიშვნელოვან ნაწილს არ მოეწონა. ამის გამო ზოგიერთმა ცნობილმა ადამიანმა პლატფორმის დატოვების შესახებ განაცხადა.