საერთაშორისო სავალუტო ფონდმა(IMF) უკრაინის ინფლაციის და სახელმწიფო ვალის პროგნოზი გააუმჯობესა. ხოლო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3-4%-ის ფარგლებში შეინარჩუნა.
ამის შესახებ სავალუტო ფონდის ანგარიშში არის საუბარი.
ფონდმა მიმდინარე წლის ინფლაციის პროგნოზი 8,5%-მდე შეამცირა, დეკემბერში ნავარაუდევი 9,5$-დან.
მაგრამ უმუშევრობის შეფასება 13.9%-დან 14.5%-მდე გაუარესდა.
მცირედით შემცირდა უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის პროგნოზი(გრანტების გარეშე) – მშპ-ს 20.4%-დან 20.2%-მდე
გაუმჯობესებულია საგრანტო დაფინანსების მოლოდინი – მშპ-ს 6.5%-მდე(4.7%-დან), ხოლო სხვა საგარეო დაფინანსება შემცირდა მშპ-ს 11.8%-მდე( 13.7%-დან), შიდა დაფინანსება კი მშპ-ს 2%-მდე(2.1%-დან).
სსფ-ის პროგნოზით, სახელმწიფო ვალის მოცულობა მიმდინარე წლის ბოლოსთვის მშპ-ს 94%-მდე(96,7%-დან) გაუმჯობესდება.
უკრაინის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ახალი პროგნოზი 2024 წლისთვის არის მშპ-ს 5,7%(7,1%-ის ნაცვლად).