„გლობალური ეკონომიკა რეცესიაში არ არის, მაგრამ განვითარების ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ფაზაშია“, – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტალინა გეორგიევამ.
World Economic Outlook-ის ბოლო მიმოხილვით, წელს გლობალური ეკონომიკური ზრდა 2,8%-ზე მეტი არ იქნება, ხოლო მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით 3%-ს მიაღწევს.
„ეს არის ყველაზე ცუდი საშუალოვადიანი პროგნოზი ათწლეულების განმავლობაში,“ – აღნიშნა გეორგიევამ.
„რუსეთის ომმა უკრაინაში ტრაგიკული შედეგები მოუტანა მსოფლიო ეკონომიკას, და საფრთხე ისევ არსებობს,“ – ამბობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი. მისი თქმით, ამ ვითარებაში ქრება გეოპოლიტიკური სტაბილურობა, რაც ასევე უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე.
„რუსეთის შეჭრა უკრაინაში არ არის მხოლოდ ტრაგედია უკრაინელი ხალხისთვის, ეს არის ტრაგედია მთელი მსოფლიოსთვის. მან აღნიშნა, რომ მშვიდობა თავისთავად ვეღარ მოვა, რაც გვკარნახობს, რომ თავდაცვის ხარჯები უნდა გაიზარდოს“, – განაცხადა კრისტალინა გეორგიევამ.