ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ბიზნესი

IKEA ფასების გაზრდის ნაცვლად, ბესტსელერების დიზაინს შეცვლის

ავტორი Nona
14:56, 8 მაისი, 2023
- ბიზნესი, სიახლეები
IKEA ფასების გაზრდის ნაცვლად, ბესტსელერების დიზაინს შეცვლის

Carolina Malmberg / @carmaliv

გაზიარებაგაზიარება

შვედური ქსელი IKEA მსოფლიო გიგანტი ხელმისაწვდომი ფასის მქონე ავეჯის წყალობით გახდა, მაგრამ ბოლო წლებში მისთვის ფასის შენარჩუნება სულ უფრო რთული ხდება.

წარმოებას ნედლეული გაუძვირდა. გაიზარდა არა მხოლოდ ლითონის, მინის, ხისა და პლასტმასის ღირებულება, არამედ ტრანსპორტირებაც. მყიდველების შემოსავლები კი ინფლაციამ შეამცირა.

ამ პრობლემებთან გასამკლავებლად, IKEA-მ გადაწყვიტა, თავისი ყველაზე პოპულარული პროდუქტები გადააკეთოს.

კომპანია, რომელიც ჯერ პანდემიით დაზარალდა, შემდეგ უკრაინის ომითა და მაღალი ინფლაციით, არჩევანის წინაშე დადგა: გაზარდოს ფასები მზარდი ხარჯების დასაფარად და კლიენტების დაკარგვის რისკის ქვეშ აღმოჩნდეს, თუ შეინარჩუნოს ფასები და უარი თქვას მოგებაზე.

კომპანიამ ორივე ვარიანტი სცადა. შედეგად, მისი მოგება 2022 წელს, რეკორდული გაყიდვების მიუხედავად, განახევრდა €710 მილიონამდე.

მზარდ ხარჯებთან ბრძოლაში კომპანიას დაეხმარა წიგნის კარადების სერია BILLY, რომელიც მისი ბესტსელერია.

კარადა BILLY თეთრი ფერისაა, ხის ელემენტებით. IKEA-მ კარადის ხარჯების შესამცირებლად, მისი დამზადების მეთოდი რამდენჯერმე შეცვალა. ხან ლაქს ცვლიდა მელანინის ფირით, ხანაც ხეს ანაცვლებდა ნახერხით.

IKEA-მ Billy-ის უფრო ეკონომიური ვერსიის დასამზადებლად, ვინირი ქაღალდის ფოლგით შეცვალა.

კომპანიის დიზაინერებმა გასაშლელი სასადილო მაგიდის ახალი, უფრო ეკონომიური ვერსიაც შეიმუშავეს.

თუ ადრე მაგიდის ფეხები მყარი ხისგან იყო დამზადებული, ახლა ისინი ვინირისგან მზადდება ზემოდან და ქვემოდან ხის ჩანართებით. ამან საგრძნობლად შეამცირა წარმოებისა და ტრანსპორტირების ხარჯები, რადგან ხის გამოყენება 90%-ით შემცირებულია.

IKEA-მ ავეჯში ხე ნაწილობრივ შეცვალა მსუბუქი და ნაკლებად ძვირი პლასტმასით, მაგალითად, უჯრის ზედაპირებში. თუთიის ნაცვლად (რომლის ფასი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაორმაგდა), კომპანია იყენებს გადამუშავებულ ალუმინს. ახლა მისგან ბევრი დეტალი მზადდება, მაგალითად, საკიდები აბაზანისთვის.

ბევრი მიიჩნევს, რომ დაბალი ფასებისთვის ხარისხის შეწირვა სწორი გადაწყვეტილება არ იყო.

თეგები: IKEAრედიზაინი

დაკავშირებული სიახლეები

IKEA-მ რუსეთში თავისი ბოლო ქარხანაც გაყიდა
ბიზნესი

IKEA-მ რუსეთში თავისი ბოლო ქარხანაც გაყიდა

11:26, 25 მარტი, 2023

ბოლო სიახლეები

ლარი, ლარის კურსი

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

4 საათის-ის წინ
სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

8 საათის-ის წინ
თიბისი, მთავარია გჯეროდეს

შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

8 საათის-ის წინ
ომი უკრაინაში

 რუსეთი ახალი შეტევისთვის ემზადება და მის შენიღბვას მოლაპარაკებებით ცდილობს: FT

9 საათის-ის წინ
საბანკო დავალიანება, ვადაგადაცილება, სესხი, შავი სია

1 მაისისთვის მსესხებელთა საბანკო დავალიანება 21%-ით არის გაზრდილი: კრედიტინფო

9 საათის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved