საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში ქვეყნიდან 819.9 ათასი საქართველოს რეზიდენტი მოგზაური გავიდა, რაც 18.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. მათ უდიდეს ნაწილს – 45.4%-ს შეადგენდნენ 31-50 წლის მოქალაქეები.
გაზრდილია საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობაც. სულ წლის III კვარტალში 647.2 ათასი ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 21.7%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
აქედან 397.6 ათასი ტურისტული ვიზიტი იყო, რაც 38.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 48.2%-ს შეადგენდა.
7.1%-ით არის გაზრდილი ვიზიტებისას გაწეული ხარჯები და 592.4 მილიონ
ლარს უტოლდება.
ამავდროულად, ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის III კვარტალთან შედარებით 12%-ით შემცირდა და 915.3 ლარი შეადგინა.