საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 53,2% რუსეთიდან არის შემოტანილი;
- აზერბაიჯანიდან – 26.7%
- თურქმენეთიდან – 3.3%
- რუმინეთიდან – 2.6%
- თურქეთიდან – 2.3%
- სხვა ქვეყნებიდან – 2.5%.
რაც შეეხება ქვეყნიდან გატანილ ტვირთს, მთლიანი მოცულობის 20%-ისთვის დანიშნულების ქვეყანა ყაზახეთია, 11.5%-თვის – სომხეთი, 8.5%-თვის კი – რუსეთი.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, II კვარტალში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 29.6%-ს შეადგენს ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი; 23.6% ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულია; 14% – საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქოს ნაწარმი.
რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია ქვანახშირი, ნედლი ნავთობი; ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი. ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 70% სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდის: ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი.
საქსტატის ინფორმაციით, სულ II კვარტალში საქართველოს რკინიგზით 3.5 მლნ ტონა ტვირთია გადატანილი, რაც 8.2%-ით ნაკლებია 2022 წლის შესაბამის პერიოდზე.