შაბათი, ივნისი 14, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი საზოგადოება

IDFI: საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუარესება სახელმწიფო ორგანოების უკანონო მოქმედებების შედეგია

ავტორი Nona
17:06, 8 ივნისი, 2023
- საზოგადოება, სიახლეები
IDFI: საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუარესება სახელმწიფო ორგანოების უკანონო მოქმედებების შედეგია

Shutterstock.com

გაზიარებაგაზიარება

IDFI ხელისუფლების მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვაზე საუბრობს.

ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის ინფორმაციით, 2022 წლიდან  საქართველოში ამ მხრივ არსებული მდგომარეობა მკვეთრად უარესდება. 2022 წელს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე გაცემული პასუხების პროცენტული მაჩვენებელი (58%), 2010 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალი შედეგი იყო.  

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის პოლიტიკა კვლავ აქტიურად გაგრძელდა 2023 წელსაც. 

IDFI-ის შეფასებით, სამინისტროების და მათი დაქვემდებარებული უწყებების თვითნებობა, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების უპასუხოდ დატოვებასა და  საქართველოს კანონმდებლობის მიზანმიმართულ დარღვევაში გამოიხატება.

2023 წლის 5 თვეში IDFI-მ სამინისტროებსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებში გაგზავნილ 1,255 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე, პასუხი მიიღო მხოლოდ 94 განცხადებაზე (7%).  მათ შორის, 182 მოთხოვნა გაიგზავნა საქართველოს სამინისტროებში (11 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი), ხოლო დანარჩენი 1,073 მოთხოვნა  სამინისტროებს დაქვემდებარებულ უწყებებში (81 სსიპ და საქვეუწყებო დაწესებულება).

                                   

ორგანიზაციის შეფასებით, შექმნილი სიტუაცია განსაკუთრებულ პრობლემად უნდა შეფასდეს იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული მეორე პრიორიტეტი ითხოვს საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ზრდას.

საჯარო ინფორმაციის მკვეთრად გაუარესებული ხელმისაწვდომობა

IDFI  აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ხშირად აპელირებს ღია ბიუჯეტის ინდექსზე, რომლის 2021 წლის შედეგების მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს 120 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა. აღნიშნული ინდექსი, აფასებს, რამდენად უზრუნველყოფს ქვეყნის ცენტრალური მთავრობა საბიუჯეტო დოკუმენტების საზოგადოებისთვის დროულ და ამომწურავ ხელმისაწვდომობას.

ხელისუფლება ხშირად ამ ინდექსით მიღებულ შეფასებას არასწორი ინტერპრეტაციით აწვდის საზოგადოებას. მაგალითად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ე.წ რუსული კანონის ინიცირების დასაბუთებისას განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა  ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალედ ითვლებოდა მსოფლიოში, რის დასტურადაც აღნიშნული ინდექსით მიღებული შეფასება დაასახელა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, არასწორმა ინტერპრეტაციებმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია ინდექსის ავტორი ორგანიზაციის მხრიდან, რომლებმაც განცხადებაში აღნიშნეს, რომ ვერ შეეგუებოდნენ საქართველოს მთავრობის მიერ ღია ბიუჯეტის კვლევის რეიტინგის გამოყენებას „დრაკონული კანონის“ გასამართლებლად, რომელიც გამჭვირვალობის საბაბით ზღუდავდა დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას.

IDFI აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სხვადასხვა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე ინფორმაციის მიღება, რომლებიც უშუალოდ კონკრეტული საჯარო დაწესებულების საქმიანობის სფეროს შეეხება:

  • შსს-მ უარი განაცხადა 2023 წლის 7-9 მარტს ქ. თბილისში, გამართული ფართომასშტაბიანი შეკრება-მანიფესტაციების შეწყვეტის ღონისძიებებში გამოყენებული რესურსების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე. ასევე, IDFI-ს აღარ მოაწოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ დეტალური ინფორმაცია.

  • საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უარი განაცხადა რუსეთის მოქალაქეების მიერ შეძენილ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემაზე.

  • შემოსავლების სამსახურმა 2023 წელს IDFI-ს წარმოუდგინა სანქცირებული ტვირთების შესახებ არასრული მონაცემთა ბაზა.

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არ გასცა სტატისტიკური ინფორმაცია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით და სხვა.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ სპეციალურ უწყებას, რომელიც კონტროლს გაუწევდა საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის დროულად და სრულფასოვნად გაცემას.

ასევე, IDFI-ს მიერ განხორციელებული უახლესი პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფდა რომ, სასამართლო გზით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა არაეფექტური იყო. საპროცესო ვადების დარღვევის არსებული პრაქტიკა ფაქტობრივად აზრს უკარგავდა ამ უფლების არსს და შეუძლებელს ხდიდა მის ეფექტურ რეალიზებას (სასამართლოში დავის დასრულებას სჭირდება რამდენიმე წელი).

თეგები: IDFIსაქართველოს მთავრობასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისაჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასაჯარო რეესტრიღია ბიუჯეტის ინდექსიშემოსავლების სამსახურიშსს

დაკავშირებული სიახლეები

ტაილანდი, სუროგაცია,
საზოგადოება

ტაილანდელი ქალებისგან კვერცხუჯრედების იძულებით მოპოვების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს: შსს

13:32, 6 თებერვალი, 2025
აშშ, დიდი ბრიტანეთი
საზოგადოება

ვგმობთ „ქართული ოცნების” ძალადობას მოქალაქეებზე, ჟურნალისტებსა და ოპოზიციაზე: აშშ-ისა და ბრიტანეთის საელჩოები

18:54, 15 იანვარი, 2025
უცხოური ინვესტიციები, FDI
ეკონომიკა

“ოფშორებიდან შემოსული ინვესტიციები, შესაძლოა ისევ ქართულ კაპიტალს წარმოადგენდეს”: IDFI

11:46, 31 დეკემბერი, 2024
სპეცრაზმი
საზოგადოება

ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც სპეცრაზმის კვების ტენდერს იგებს და რა კავშირი აქვს ხელისუფლებასთან: IDFI-ის კვლევა

10:28, 27 დეკემბერი, 2024

ბოლო სიახლეები

დონალ ტრამპი

კრიპტოვალუტა, გოლფის კლუბები, ჰონორარები – ტრამპმა $1,6 მილიარდის აქტივი დაადეკლარირა

2 საათის-ის წინ
თიბისი, ბიზნესდაჯილდოება

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

5 საათის-ის წინ
ჩინური ელექტრომობილები

მაისში ჩინური ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 24%-ით გაიზარდა

7 საათის-ის წინ
ლარი მიმოქცევაში

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

1 დღის-ის წინ
ელისო

14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა – გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის

1 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin X-twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved