საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია – $42.4 მლნ თურქეთიდან განხორციელდა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21%-ია.
ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 85.5%- შეადგენს.
Top-10 ინვესტორი ქვეყანა 2024 წლის პირველ კვარტალში:
- თურქეთი – $42.4 მლნ
- ჩეხეთი – $41.5 მლნ
- აშშ – $33.7 მლნ
- ნიდერლანდები – $32.3 მლნ
- მარშალის კუნძულები – $22.3 მლნ
- იაპონია – $19.3 მლნ
- ჩინეთი – $13.9 მლნ
- აზერბაიჯანი – $12.7 მლნ
- მალტა – $11.7 მლნ
- დანია – $10.2 მლნ
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის 1-ელ კვარტალში $201.4 მლნ შეადგინა, რაც 2023 წლის 1-ლი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4%-ით ნაკლებია.
შემცირება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის კლებამ განაპირობა.