საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 18 913.2 მლნ. ლარს გაუტოლდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მშპ-ს ზრდამ 8.4% შეადგინა.
მშპ-ს ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა მშენებლობის სექტორის და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების(18,8%), დამამუშავებელი მრეწველობის გაფართოებამ, ასევე, გადახდილი გადასახადების მატებამ, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულების და განათლების სექტორში ხელფასების ზრდამ. აგრეთვე, პროდუქციაზე გაცემულმა სუბსიდიებმა.
კლება ფიქსირდება ელექტროენერგიის წარმოებასა(-11,6% ) და სამთომოპოვებით მრეწველობაში(-1,8%).