Hyundai Motor-მა და Kia-მ განაცხადეს, რომ ბაზრიდან გაიწვევენ 91,000-ზე მეტ ახალ ავტომობილს აალების საფრთხის გამო.
გაიწვევენ შემდეგ მოდელებს: Hyundai 2023-2024 Palisade, 2023 Tucson, Sonata, Elantra და Kona და 2023-2024 Seltos და 2023 Kia Soul, Sportage მანქანებს.
სულ გაწვევას დაექვემდებარება 52,000-მდე Hyundai და Kia-ს თითქმის 40,000 ავტომობილი.
კორეულმა ავტომწარმოებელმა განაცხადა, რომ Idle Stop & Go საწვავის ტუმბოს ელექტრონული მაკონტროლებელი შეიძლება შეიცავდეს დაზიანებულ ელექტრო კომპონენტებს, რამაც შეიძლება ტუმბოს გადახურება გამოიწვიოს. Hyundai-ის განმარტებით, გადახურებამ შეიძლება გამოიწვიოს მოკლე ჩართვა, რომელიც გავლენას მოახდენს მანქანის სხვა კომპონენტებზე.
ავტოკონცერნის ცნობით, დილერები შეამოწმებენ ავტომობილებს და საჭიროების შემთხვევაში ელექტრო ზეთის ტუმბოს მაკონტროლებელს შეცვლიან.
Kia-მ განაცხადა, რომ მან მიიღო ექვსი შეტყობინება სავარაუდო ხარვეზის თაობაზე, თუმცა, რაიმე უბედური შემთხვევა ან დაზიანება არ დაფიქსირებულა.