HSBC ყიდის თავის ბიზნესს არგენტინაში. ბანკი ადასტურებს, რომ ამ ქვეყანაში ხანგრძლივი ცვალებადი ინფლაციური პროცესებისა და პესოს გაუფასურების შედეგად, $1 მილიარდით იზარალა. მარტში არგენტინაში წლიურმა ინფლაციამ 276.2% შეადგინა, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
არგენტინაში HSBC-ის ბიზნესი მოიცავს საბანკო საქმეს, აქტივების მენეჯმენტსა და დაზღვევას.
HSBC Argentina-ს, რომელსაც აქვს100-ზე მეტი ფილიალი და 3100 თანამშრომელი ჰყავს, Grupo Financiero Galicia $550 მილიონად შეისყიდის, რომელიც მსხვილი კერძო ფინანსური ჯგუფი და არგენტინაში სიდიდით მეხუთე ბანკია.
HSBC არგენტინაში 1997 წლიდან იმყოფება. იმავე წელს ის მეზობელ ბრაზილიაშიც შევიდა. ბრიტანული ბანკი ჯერ კიდევ რჩება ბრაზილიაში, მაგრამ მხოლოდ როგორც საინვესტიციო ბანკი.
მექსიკაში ათი წლის წინ, HSBC ყველა დროის უდიდეს საბანკო სკანდალში აღმოცნდა. ბანკი დამნაშავედ ცნეს ფულის გათეთრებაში. მაშინ კოკაინით მოვაჭრეთა დაჯგუფებამ მექსიკიდან და აშშ-ში $7 მილიარდის გადატანა მოახერხა. ამის გამო ბანკს $1,9 მილიარდის ჯარიმის გადახდა მოუწია.
კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, ბანკი აგრძელებს გლობალურ შემცირებას და აქცენტს აზიის მზარდ ბაზრებზე აკეთებს.