დიდი ბრიტანეთის უმსხვილესმა ბანკმა HSBC-მ შეაჩერა გადახდების მიღება საცალო კლიენტებისგან რუსეთიდან და ბელორუსიდან. ამის შესახებ Reuters წერს.
ბანკის ინფორმაციით, მათ ურჩიეს მომხმარებლებს ტრანზაქციების განხორციელების ალტერნატიული ვარიანტები მოიძიონ.
როგორც Reuters წერს, რომ ბანკის გადაწყვეტილება მისი რუსული ბაზრიდან გასვლის პროცესის გაგრძელებაა, რაც განხორციელდა 2024 წლის მაისში რუსული ბიზნესის გაყიდვის შემდეგ.
ბანკების უმეტესობამ რუსეთის ბაზრიდან გასვლა დასავლეთის მიერ სანქციების ამოქმედების შემდეგ დაიწყო. ბოლო წლებში HSBC რუსეთში ძირითადად კორპორაციულ კლიენტებს ემსახურებოდა. უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, ბანკმა შეამცირა რუსეთში ოპერაციები და ივლისში ბიზნესი ექსპობანკს მიჰყიდა.