ბრიტანული HSBC Holdings-ის ხელმძღვანელს ნოელ ქუინს ადანაშაულებენ, რომ მან აიძულა ბანკის თანამშრომლები, $49 მილიონის საკრედიტო ხაზი გაეხსნათ უძრავი ქონების კომპანია Mar City-ისთვის, სადაც მისი ქალიშვილი მუშაობდა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
Mar City-ის ყოფილმა აქციონერებმა ტონი და მეგი რაიანებმა უჩივლეს HSBC-ს და დეველოპერს. მათი თქმით, ბანკმა საკრედიტო ხაზი კომპანიაზე კონტროლის მოსაპოვებლად და მის გასაკოტრებლად გამოიყენა. რაიანები ჩივიან, რომ მათმა „ძველმა მეგობარმა“ ქუინმა ისინი ბანკიდან 10 მილიონი ფუნტის სესხებაზე დაიყოლია.